კრის ბრაუნი პაპარაცებისგან თავის დაღწევის მცდელობისას ავარიაში მოყვა

კრის ბრაუნი პაპარაცებისგან თავის დაღწევის მცდელობისას ავარიაში მოყვა

ამერიკელი მომღერალი კრის ბრაუნი ლოს-ანჯელესში საავტომობილო ავარიაში მოყვა. ინციდენტის დროს იგი პაპარაცებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. მომღერალი არ დაშავებულა.

ბრაუნის შავი Porsche ქალაქ ბევერლი-ჰილზში კედელს მაშინ შეეჯახა, როცა პაპარაცებისგან მიმალვას ცდილობდა. ავარია მუსიკალური პრემია Grammy-ს გადაცემის ცერემონიალის წინ და ზუსტად ოთხი წლის თავზე მოხდა, რაც ბრაუნმა შეყვარებული - ცნობილი მომღერალი რიანა სცემა.

"მომღერალი კრის ბრაუნი საჭესთან იჯდა. იგი არ დაშავებულა. ბრაუნმა განაცხადა, რომ მას პაპარაცები მისდევდნენ, რომელთა გამოც მართვას ვერ გაუმკლავდა",- აცხადებენ სამართალდამცავები. იგი არ დაუპატიმრებიათ, მისი დაზიანებული ავტომობილი კი ევაკუირებულია.

ამერიკული მედია მომღერლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავტომობილს ორი მანქანა ჩაეჭრა, ავტომობილში მსხდომი ადამიანები მომღერალს ფოტოებს უღებდნენ. "იგი კარგადაა", - აცხადებს ბრაუნის წარმომადგენელი.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება