მუჰამედ ალი ცოლის შიშით სახლიდან ვერ გადის

მუჰამედ ალი ცოლის შიშით სახლიდან ვერ გადის

ამერიკელ მოკრივეს, მუჰამედ ალის მეუღლის ეშინია, განუცხადა ჟურნალისტებს ლეგენდარული მოკრივის ძმამ, რაჰმანმა.

რაჰმანი დარდობს, რომ მის ძმას ცოლი ავიწროებს და მისი ნებართვის გარეშე სახლის დატოვება არ შეუძლია. აღმოჩნდა, რომ მუჰამედი შინაპატიმრობას მხოლოდ მაშინ ემშვიდობება, როდესაც ლონის ფულის წყარო აკლდება.

"ალი საშინელ დღეშია. მუჰამედი ვერ მელაპარაკება და არაფერს მეუბნება. ჩემი რძალი ძალიან ბოროტია. მას ჩემი ძმა მხოლოდ ფულისთვის სჭირდება", - განაცხადა მუჰამედის ძმამ ჟურნალ National Enquirer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ალი და ლონი უილიამსი 1986 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთი ნაშვილები ვაჟი, ამინი ჰყავთ. ლონი მუჰამედის მეოთხე ცოლია.

მომზადებულია National Enquirer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება