ჰაიდი კლუმმა ნიუ-იორკის მერი დეკოლტით მოხიბლა

ჰაიდი კლუმმა ნიუ-იორკის მერი დეკოლტით მოხიბლა

ნიუ-იორკში მოდის კვირეულის ფარგლებში ფონდ amfAR -ის მორიგი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ჰოლივუდის ვარკვლავები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები შიდსთან საბრძოლველად სახსრების მოპოვების მიზნით ვახშამზე შიეკრიბნენ. მილიონერებს ღრმა დეკოლტიან კაბაში გამოწყობილი სუპერმოდელის, ჰაიდი კლუმის შემხედვარე ჯიბისკენ გაურბოდათ ხელი.

მოდელი წვეულებაზე შავი, მოტკეცილი კაბით მივიდა, რომელიც ფანტაზიისთვის გასაქანს არ ტოვებდა: კაბის დეკოლტე იმდენად ღრმა იყო, რომ თითქმის ჭიპამდე აღწევდა. გასაკვირი არაა, რომ გერმანელ ლამაზმანთან ფოტოს თითქმის ყველა მამაკაცი იღებდა - მათ შორის ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგიც.

39 წლის ჰაიდი კვლავინდებურად პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად რჩება. კლუმი დიდი ხანია, პოდიუმზე აღარ გამოდის, მაგრამ კვლავ ბევრი ცნობილი ბრენდის "სახედ" რჩება. გარდა ამისა, ჰაიდს შოუს - Next Top Model გერმანული ვერსია მიჰყავს. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად აქვს: მომღერალ სილთან განქორწინების შემდეგ, საკუთარ მცველს ხვდება. "იგი შესანიშნავი ადამიანია, ჩვენს გვერდით მთელი ამ წლების განმავლობაში იყო, ახლა კი მისი სრულიად სხვა მხარე დავინახე",- ამბობს ვარსკვლავი.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება