ფოტო, რომელიც ბიონსეს აღიზიანებს

ფოტო, რომელიც ბიონსეს აღიზიანებს

არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთი წარუმატებელი ფოტო მაინც არ აქვს გადაღებული, რომელსაც არაფრის დიდებით არ დადებს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე. გამონაკლისი არც მომღერალი ბიონსეა.

ბიონსეს ფოტოების გარშემო, რომელიც მომღერალს "სუპერთასზე" გამოსვლის დროს გადაუღეს, სკანდალი გორდება. რამდენიმე ფოტოზე მომღერალი ძალიან ცუდადაა გამოსული და ახლა სურს, რომ ეს სურათები ინტერნეტიდან საერთოდ გაქრეს.

მომღერლის წარუმატებელი ფოტოები ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ვარსკვლავის აგენტმა უკვე მიმართა რამდენიმე პირად ბლოგს და ონლაინ-გამოცემას და სტატიებიდან ამ ფოტოების ამოღება სთხოვა.

გარდა ამისა, სურათებზე კარგად ჩანს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ბიონსეს ცხვირის ფორმა საგრძნობლად აქვს შეცვლილი. ჭორები იმის შესახებ, რომ პოპ-ვარსკვლავმა რინოპლასტიკა გაიკეთა, უკვე დიდი ხანია დადის, თუმცა ბიონსე მათ უარყოფდა.

ახალი ფოტოები კი ამის დასტურია. ინტერნეტ-გამოცემებმა ბიონსეს ახალი, პროფილში გადაღებული ფოტოები, მომღერლის გასული წლების სურათებს შეადარეს. განსხვავება მართლაც დიდია.

"ნამდვილად ეტყობა რინოპლასტიკის კვალი. როგორც ჩანს, მან ცხვირი დაითხელა და ოდნავ დაივიწროვა. ასეთ ოპერაციებს ექიმები რეგულარულად აკეთებენ. მისმა ქირურგმა დიდებული სამუშაოები ჩაატარა - მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება", - აცხადებს ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი ჯეფრი სპიგელი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება