"თბილისი ივენთ ჰოლში" ჯგუფი UMATURMAN კონცერტს გამართავს

"თბილისი ივენთ ჰოლში" ჯგუფი UMATURMAN კონცერტს გამართავს

"თბილისი ივენთ ჰოლში" ჯგუფი UMATURMAN კონცერტს გამართავს. როგორც "ამბები.გე"-ს კონცერტის ორგანიზატორი კომპანია "ჯოი ფრომოუშენის" წარმომადგენლებმა აცნობეს, UMATURMAN-ის სოლისტები საქართველოში დღეს ჩამოვლენ. ხოლო 14 თებერვალს, 21:00 საათზე, "თბილისი ივენთ ჰოლში" ჯგუფი სოლო კონცერტს გამართავს.

UMATURMAN-ის სოლისტი ძმები კრისტოვსკები შეასრულებენ, როგორც ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ჰიტებს, ისე ახალ სიმღერებს.

ღონისძიების After Party კი სასტუმრო "რადისონში", 23:00 საათზე გაიმართება, სადაც საღამოს გაუძღვება ვახო კანდელაკი. ყველასათვის საყვარელ ჰიტებს გიორგი სუხიტაშვილი შეასრულებს, საღამოს კი მუსიკალურად  პაატა ანდრიაძის ბენდი გააფორმებს. მოწვეული სტუმრებისათვის საღამოს უკვე ჯგუფის სოლისტები - ძმები კრისტოვსკები გააგრძელებენ.

კონცერტი ახლადშექმნილი კომპანია ”ჯოი ფრომოუშენის” ორგანიზებით ტარდება.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება