ინდოეთში 36 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში 36 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ქვეყნის რკინიგზის მინისტრის პავან კუმარ ბანსალის განცხადებით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ათობით ადამიანი კი საავადმყოფოებშია მოთავსებული. გარდაცვლილთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

30 მილიონამდე ინდოელი პილიგრიმი ქალაქ ალაჰაბადში გამართული წმინდა ფესტივალ კუმბა მელადან ბრუნდებოდა.

სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ფესტივალი კუმბა მელა 12 წელიწადში ერთხელ ინდოეთის ოთხ სხვადასხვა ქალაქში ტარდება და 55 დღის განმავლობაში გრძელდება. საერთო ჯამში, მას 100 მილიონი ინდოელი მომლოცველი ესწრება, რომლებიც წმინდა მდინარეში ბანაობით ცოდვებისგან იწმინდებიან.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა