ვარსკვლავური ცრურწმენა - სამაჯური შამბალა

ვარსკვლავური ცრურწმენა - სამაჯური შამბალა

თუ ვარსკვლავთა ფოტოებს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ უმეტესობას ხელზე საკმაოდ უბრალო სამაჯური უკეთია. რა აერთიანებთ ჯასტინ ბიბერს, ჯეიზის, კიმ კარდაშიანს, კარლ ლაგერფელდს და სხვა ვარსკვლავებს? - ეს სამაჯური შამბალაა.

სამაჯური შამბალა (შამბალა - ლეგენდარული ქალაქი ტიბეტში), რომელიც ასე ძალიან მოსწონთ ცნობილ ადამიანებს, მრავალი საუკუნის წინ ტიბეტში გამოიგონეს. ითვლება, რომ მას პატრონისთვის მშვიდობა, ბედნიერება, შინაგანი ჰარმონია და ჯანმრთელობა მოაქვს.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სამაჯური შამბალა ”შეიყვარა” ცნობილი რეპერი ჯეიზია. ის შეიძლება ითქვას,  პიონერადაც კი ითვლება. შამბალას სამაჯური მის ხელზე 2009 წელს ჟურნალ Gotha-ის გარეკანზე გამოჩნდა.

2010 წელს ჯეიზი ჟურნალ Rolling Stone-ის გარეკანზე მოხვდა. რეპერს შამბალას სამკაული ხელსა და ყელზე ეკეთა. ჯეიზის ამ ძველ ტიბეტურ "დამცავზე" უარი არც 2013 წელს უთქვამს.

შამბალას სამაჯურები ჰოლივუდში პოპულარული მალე გახდა. ეს აქსესუარი უკვე განუყრელია ჯასტინ ბიბერისა და კრის ბრაუნისთვის. ამასთან, ჯასტინს შამბალას სხვადასხვა სამაჯური აქვს, რომლებსაც სამოსს უხამებს.

ეს აქსესუარი საკმაოდ ბევრი აქვს "შანელის" კრეატიულ დირექტორს, კარლ ლაგერფელდსაც, რომელსაც ურჩევნია ხელზე ერთად რამდენიმე შამბალა ეკეთოს, რათა თავი უკეთ დაიზღვიოს უბედურებისგან.

შამბალას სამაჯურები შესაძლოა, უბრალო ქვებისა და ძაფისგან იყოს შექმნილი, თუმცა ვარსკვლავებმა აქაც იპოვეს გამოსავალი და ზოგიერთი მათგანი ბრილიანტებითა და "სვაროვსკის" კრისტალებითაც არის მორთული.

შამბალას სამაჯურის გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა თოკები, მაკრამეს ცოდნა (თუნდაც დაწყებით დონეზე) და მძივები. ვიდეოპორტალებზე მათი შექმნის ვიდეოგაკვეთილებიცაა განთავსებული.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება