ბინ ლადენის მკვლელი სამსახურის გარეშე დარჩა

ბინ ლადენის მკვლელი სამსახურის გარეშე დარჩა

აშშ-ში სამხედრო საზღვაო ძალების ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურიდან წამოვიდა. ამის შესახებ მან ჟურნალ Esquire-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მასალის ავტორები გმირის ვინაობას არ ასახელებენ და მას უბრალოდ, "მსროლელად" მოიხსენიებენ. მან ჟურნალთან ბინ ლადენის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა. კერძოდ, როგორ შევარდა ტერორისტის საძინებელში და დაინახა თუ როგორ გაიწია ბინ ლადენმა კალაშნიკოვის ავტომატისკენ, რომელიც შორიახლოს იატაკზე იდო, სამხედრომ კი მას რამდენჯერმე ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.

2012 წლის სექტემბერში სპეცრაზმელმა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 16 წელი მსახურობდა, თანამდებობა დატოვა. თავდაცვის სამინისტრომ მას რეზევრში დარჩენა, ან დამხმარე პერსონალში მუშაობა შესთავაზა. მაგრამ ამ შესაძლებლობებს იგი არ მოუხიბლავს, რადგან სპეცრაზმელმა სამხედრო სამსახურის დასრულება გადაწყვიტა.

შედეგად, იგი მუდმივი შემოსავლის და სამედიცინო დაზღვევის გარეშე დარჩა. უფრო მეტიც, იგი იძულებულია საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის მუდმივი შიშით იცხოვროს.

ამ სირთულეების გამო მას ოჯახი დაენგრა. აშშ-ის მთავრობამ მას მოწმეთა დაცვის პროგრამაში მონაწილეობა შესთავაზა, რომელიც გადასახლებას ითვალისწინებს, მაგრამ მან ახლობლებთან განშორება არ ისურვა.

"ალ-ქაიდას"ლიდერი ოსამა ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში მოკლეს. სპეცოპერაციას ქვედანაყოფი "ზღვის ლომები"ატარებდა, რომელთა სახელები არ ხმაურდება.

მომზადებულია Esquire-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა