ნაომი კემპბელი - ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მობოდიშება არ დასჭირდეს

ნაომი კემპბელი - ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მობოდიშება არ დასჭირდეს

სუპერმოდელ ნაომი კემპბელის არაპუნქტუალობაზე და უხასიათობაზე ლეგენდები დადის. ამჟამად კემპბელი ახალ რეალითი შოუში "The Face" მონაწილეობს. შოუში ნაომი მოდელებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება.

პროდუსერები იმედოვნებდნენ, რომ ნაომი დროთა განმავლობაში ხასიათს შეიცვლიდა და დაგვიანებას გადაეჩვეოდა, მაგრამ შეცდნენ. რეალითი შოუს თანაწამყვანები - კაროლინა კურკოვა, კოკო როშა და ნიგელ ბარკერი პრემიერაზე დროულად მივიდნენ, მაგრამ ნაომი შოუში მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა. მიუხედავად უპასუხისმგებლობისა, კემპბელმა ამაყად განაცხადა, რომ ხასიათს ვერავის გამო შეიცვლის. "საშინელებაა, რომ ყველგან ვაგვიანებ", - თავი იმართლა სუპერმოდელმა.

ტემპერამენტიანი სუპერმოდელი ხშირად ეხვევა სკანდალებში. მის მძიმე ხასიათზე საუბრობს ყველა, ვისაც კი მოდის სფეროსთან შეხება აქვს. თუკი სამოსის პატარა დეტალიც კი არ მოეწონა, ნაომი თავს უფლებას აძლევს, პოდიუმზე არ გავიდეს. განსაკუთრებით საშიშია სუპერმოდელის თანაშემწედ მუშაობა. მას ტელეფონიც კი უსროლია თანაშემწისთვის.

თუმცა, სხვების მიმართ ნაომი მომთხოვნია და თვლის, რომ ადამიანი ისე უნდა მოიქცეს, რომ მობოდიშება არ დასჭირდეს და თუკი ვინმემ რამე დააშავა, სიტყვა "ბოდიში" ვეღარაფერს შეცვლის.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება