მილა კუნისს ეშტონ კატჩერი მობეზრდა

მილა კუნისს ეშტონ კატჩერი მობეზრდა

როგორც ჩანს, მსახიობ მილა კუნისს კოლეგასთან, ეშტონ კატჩერთან სასიყვარულო ურთიერთობა მობეზრდა და მარტოობა მოენატრა.

მილამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან ენატრება ის დროს, როდესაც მარტო იყო და მის ცხოვრებაში კაცი არ არსებობდა.

"4 წლის განმავლობაში შეყვარებული არ მყავდა. 4 წელი მარტო ვიყავი და პაემანზე არ წავსულვარ, მაგრამ ეს დრო არაჩვეულებრივი იყო. მშვენიერია მარტოობა და თავისუფლება, ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა", - აღიარა მსახიობმა.

შესაძლოა, კუნისს ეშტონთან ურთიერთობა მართლაც მობეზრდა. შეგახსენებთ, მილა და ეშტონი რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან. მათი რომანი მაშინ დაიწყო, როდესაც კატჩერი და მისი მეუღლე, ჰოლივუდის ვარსკვლავი დემი მური დაშორდნენ.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება