კეტრინ ზეტა-ჯონსი: "მე და მაიკლმა ბევრი გაკვეთილი მივიღეთ და კიდევ უფრო გავძლიერდით!"

კეტრინ ზეტა-ჯონსი: "მე და მაიკლმა ბევრი გაკვეთილი მივიღეთ და კიდევ უფრო გავძლიერდით!"

ნიუ-იორკში ფილმ "გვერდითი ეფექტის" პრემიერა გაიმართა. ფსიქოანალიტიკური თრილერი გვიამბობს ქალის ამბავს, რომლის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, როგორც კი ექიმმა ახალი აბები გამოუწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მთავარი როლები რუნი მარამ (ის პაციენტის როლს ასრულებს) და ჯუდ ლოუმ (ფსიქიატრი) ითამაშეს, პრემიერაზე ყველა დაჩრდილა კეტრინ ზეტა-ჯონსმა. პრესისა და მაყურებლების ყურადღებაც უფრო მისკენ იყო მიმართული. კეტრინი იმ დღეს ბრწყინავდა. მის ფონზე კიდევ უფრო ასაკოვანი ჩანდა მისი მეუღლე - უკვე ხანდაზმული მსახიობი მაიკლ დუგლასი.

კეტრინს ბრწყინვალე საღამოს კაბა ეცვა, თმა გაეშალა. 43 წლის მსახიობი თავისი 68 წლის მეუღლის გვერდით უზომოდ ბედნიერი ჩანდა. ცოტა ხნის წინ წყვილი ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნდა. გარდა ამისა, მათ ცხოვრებაში მძიმე პერიოდიც რა ხანია დასრულდა - მაიკლმა შეძლო ყელის სიმსივნის დამარცხება, კეტრინმა კი დაძლია დეპრესია, რომელიც ქმრის ავადმყოფობის გამო დაემართა.

- ჩვენ ეს გამოცდები საგანგებოდ გვეძლევა, რომ გავიაროთ, გავუძლოთ, დავძლიოთ და უფრო გავძლიერდეთ. ჩვენ არა მხოლოდ ის წყვილი ვართ, რომელმაც ბევრი სირთულე გაიარა, ჩვენ ვართ წყვილი, რომელმაც ყველაფრიდან გაკვეთილი გამოიტანა და კიდევ უფრო მყარი და ბრძენი გახდა, - უთხრა კეტრინმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციის დროს, - ყველაფერი შესანიშნავადაა. ჩვენ ვცხოვრობთ და სიცოცხლით ვტკბებით.

Los Angeles Times

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება