ჯესიკა ალბამ ასობით ფანს "ტუჩებში" აკოცა

ჯესიკა ალბამ ასობით ფანს "ტუჩებში" აკოცა

ჯესიკა ალბას თაყვანისმცემლებს ოცნება აუსრულდათ - მათ კერპთან ჩახუტებისა და კოცნის საშუალება მიეცათ, თუმცა - მინის მიღმა. მსახიობი celebrity kissing booth-ში შევიდა. ეს დიდი შუშის კაბინაა, რომელშიც ცნობილი ადამიანები შედიან, ხოლო მათ ფანებს მინის მიღმა მათი "კოცნის" საშუალება აქვთ. კაბინას ხელების გამოსაყოფიც აქვს, რომლის საშუალებით ვარსკვლავებს ფანების ჩახუტება შეუძლიათ. 

ეს პროექტი ჯიმი კიმელის შოუს ნაწილი იყო, სადაც ცნობილი 31 წლის მსახიობი რამდემიმე დღის წინ მიიწვიეს. როგორც ჩანს, ფანებთან ჩახუტება თავად ჯესიკასაც მოეწონა. მსახიობმა შესანიშნავი დრო გაატარა.

შოუში სტუმრობისას ჯესიკამ თავის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრა. 2 შვილის დედას წინ საკმაოდ დატვირთული წელი ელოდება. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება