კარლა ბრუნიმ სან-რემოში იმღერა

კარლა ბრუნიმ სან-რემოში იმღერა

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი-სარკოზი სან-რემოში პოპულარული მუსიკალური ფესტივალის სტუმარი გახდა. ყოფილმა მოდელმა და მომღერალმა 13 თებერვალს ფესტივალზე მის მიერ შექმნილი კომპოზიცია იმღერა და თან გიტარაზე დაუკრა.

ბრუნის სამოსით არავინ გაუოცებია: იგი თეატრ "არისტონის" სცენაზე მკაცრი შარვალ-კოსტუმით გამოვიდა.

ელისეს სასახლეში გატარებულ დროს ბრუნიმ "საინტერესო და შესანიშნავი გამოცდილება დაარქვა". მან მეუღლის, ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ,  ახალი, რიგით მეოთხე ალბომი გამოუშვა. სიმღერა, რომელიც ყოფილმა პირველმა ლედიმ სან-რემოზე შეასრულა, აპრილში გამოვა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება