ლედი გაგა ოპერაციას იკეთებს

ლედი გაგა ოპერაციას იკეთებს

მომღერალმა ლედი გაგამ მსოფლიო ტურნე შეწყვიტა, რადგან ფეხზე სასწრაფო ოპერაცია უნდა გაუკეთდეს.

ვარსკვლავს მარჯვენა ფეხი რამდენიმე დღის წინ დაუზიანდა, თუმცა სერიოზული ყურადღება ჩალურჯებებისთვის არ მიუქცევია. მომღერალი სისტემატურად გრძნობდა ტკივილს ფეხის არეში, მოგვიანებით კი გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო, სწორედ ამიტომ, ქირურგების ჩარევა გახდა საჭირო.

"სამწუხაროდ, არსებული ვითარების გათვალისწინებით დაგეგმილი კონცერტები გადაიდო", - განაცხადა მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ლედი გაგამ გულშემატკივრებს მოუბოდიშა და განმარტა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ მათთვის აუცილებლად იმღერებს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება