ნიკოლ კიდმანი შვილებს წითელ ხალიჩაზე გამოჩენას უკრძალავს

ნიკოლ კიდმანი შვილებს წითელ ხალიჩაზე გამოჩენას უკრძალავს

ვარსკვლავური წყვილის, მსახიობ ნიკოლ კიდმანისა და მომღერალ კიტ ურბანის ქალიშვილები გლამურულ ღონისძიებებს არასდროს ესწრებიან, ისინი წითელ ხალიჩაზე არასდროს უნახავთ.

ყველა ფიქრობდა, რომ ნიკოლი შვილებს ასაკის გამო მალავდა, გოგონები ხომ ჯერ პატარები არიან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი ქალიშვილები წითელ ხალიჩაზე მანამდე ვერ დადგამენ ფეხს, ვიდრე 18 წელი არ შეუსრულდებათ.

"ჩემი უფროსი ქალიშვილი ყოველთვის დაჟინებით მთხოვს, რომ ღონისძიებებზე თან წავიყვანო. როდესაც სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალისთვის მე და ჩემი მეუღლე განსაკუთრებულად ვემზადებით, ის მოდის და ამბობს, რომ როცა დიდი გოგო გაიზრდება, ლამაზ კაბას ჩაიცვამს და ჩვენთან ერთად წამოვა", - განაცხადა ნიკოლმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, ნიკოლი და კიტი 2006 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 5 წლის როუზი და 3 წლის მარგარეტი ჰყავთ. ნიკოლის პირველი მეუღლე, ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი იყო.

მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება