დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ დონეცკში ავიაკატასტროფას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

თვითმფრინავი, AN 24-ი, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები დონეცკის "შახტარისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად გადაჰყავდა, ოდესა-დონეცკის მიმართულებით შიდა ჩარტერულ რეისს ასრულებდა.

თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა და ავარიული დაშვება განახორციელა დონეცკის აეროპორტში. მგზავრთა უმრავლესობამ თვითმფრინავის აფეთქებამდე მოასწრო ლაინერიდან გადმოსვლა.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია თვითმფრინავისთვის ცეცხლის გაჩენა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა