"შანელის" რეკლამა აკრძალეს

"შანელის" რეკლამა აკრძალეს

ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების ასოციაციამ "შანელის" რეკლამა, ბრიტანელი მსახიობის, კირა ნაითლის მონაწილეობით, ზედმეტად სექსუალურად მიიჩნია და აკრძალა.

რეკლამა Coco Mademoiselle-ი ერთი წლის წინ გამოვიდა, თუმცა საჩივარი სარეკლამო კომპანიაში გამო მხოლოდ ახლა შევიდა. მომჩივანმა ვიდეო მულტფილმ "გამყინვარების პერიოდის" სარეკლამო გაჭრაში ნახა და საჩივარი ამ ფორმულირებით შეიტანა - აიკრძალოს რეკლამა საბავშვო სატელევიზიო სივრცესა და დროში.

ასოციაციას მიაჩნია, რომ სარეკლამო რგოლი მისი სექსუალური შინაარსის გამო, ბავშვებისთვის რეკომენდირებული არ არის.

კომენტარი თავად ბრენდ Chanel-ის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. მათი აზრით, ვიდეო, რომელშიც ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ფოტოგრაფთან ფლირტს აბამს, მგრძნობიარე გამოვიდა. რეკლამა არ არის თამამი და არ ატარებს სექსუალურ ხასიათს.

მოდური ბრენდის წარმომადგენელთა თქმით, კადრებში მხოლოდ კირა ნაითლის შიშველი მხრები ჩანს.

ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების ასოციაციამ ვიდეორგოლზე შეზღუდვები მაინც დააწესა.

იხილეთ ვიდეო: "შანელის" რეკლამა, კირა ნაითლის მონაწილეობით, ზედმეტი სექსუალურობის გამო აკრძალეს

მომზადებულია vogue.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება