ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა: "შაშ­კინ­მა კი არა, ვინც გინ­და, იმან მიმ­ღე­როს, არა­ვინ მა­ინ­ტე­რე­სებს ერ­თი ადა­მი­ა­ნის გარ­და"

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა: "შაშ­კინ­მა კი არა, ვინც გინ­და, იმან მიმ­ღე­როს, არა­ვინ მა­ინ­ტე­რე­სებს ერ­თი ადა­მი­ა­ნის გარ­და"

მსა­ხი­ო­ბი ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა არა­ერთ ფილ­მშია გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ტე­ლე­სე­რი­ალ­მა "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი", სა­დაც მთავარ როლს თა­მა­შობს, მას დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. ანა დღეს რუბ­რი­კა ფსი­ქოს სტუ­მა­რი­ა...

- რომ არა მსა­ხი­ო­ბი, ვინ იქ­ნე­ბო­და პრო­ფე­სი­ით ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა?

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე. ახ­ლაც დავ­დი­ვარ ცეკ­ვა­ზე და მინ­და, ამ მხრივ და­ვიხ­ვე­წო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ცეკ­ვა. შე­საძ­ლო­ა, დიპ­ლო­მა­ტიც გავ­მხდა­რი­ყა­ვი, არ ვი­ცი. რომ გითხ­რათ, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი-­მეთ­ქი, მო­გატყ­უ­ებთ. სკო­ლის პე­რი­ოდ­ში რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­ში მხო­ლოდ მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი აბა­რებ­დნენ. რომ იტყ­ოდ­ნენ, დღეს არ მცა­ლი­ა, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე მივ­დი­ვა­რო, გულ­ში ვამ­ბობ­დი, რა ბედ­ნი­ე­რი­ა, ნე­ტა მე თუ და­მიდ­გე­ბა ეს დღე-­მეთ­ქი (ი­ღი­მის). მაგ­რამ მივ­ხვდი, რო­ცა რა­ღაც ძა­ლი­ან გიყ­ვარს და გინ­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა.

- და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს პო­პუ­ლა­რო­ბა მო­იხ­ვე­ჭე...

- ჯერ შე­ვე­დი რე­ა­ლურ შოუ "დას­ში", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რო­გორ გვეც­ნო­ბი­ო, მაგ­რამ ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, სა­ი­დან. მახ­სოვს, ერ­თმა ქალ­მა მითხ­რა, ძა­ლი­ან მეც­ნო­ბი, უი, გა­მახ­სენ­და, გუ­შინ ჩემ­გან ფარ­დე­ბი იყი­დეო (ი­ცი­ნის). შემ­დეგ ცო­ტა ხანს ვი­თა­მა­შე სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­ში", ჩემს პერ­სო­ნაჟს თეა ერ­ქვა და მივ­ხვდი, რომ ბავ­შვებ­ში გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ქუ­ჩა­ში რომ მხე­დავ­დნენ, თე­ას მე­ძახ­დნენ. შემ­დეგ იყო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "ჭა­მა და სექ­სი", ბო­ლოს კი სე­რი­ა­ლი "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" და მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლის ქორ­წი­ლი". ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ყუ­რადღ­ე­ბა, თბი­ლი სიტყ­ვე­ბი, მო­ფე­რე­ბა, არა­ვინ თქვას, პო­პუ­ლა­რო­ბა დამ­ღლე­ლი­ა­ო.

- რო­დის გა­ნახ­ლდე­ბა "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"?

- თე­ბერ­ვლის ბო­ლოს და­იწყ­ე­ბა ახა­ლი სე­ზო­ნი.

- ანა, ამ სე­რი­ა­ლის გა­მო, ბევრს და­თოს, მსა­ხი­ობ ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და ტა­სო­სა და ჯე­კოს დე­და ეგო­ნე...

- მარ­თლაც ასე იყო, არა­და, და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ვარ.

- არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, თუმ­ცა ამა­ზე ხმა­მაღ­ლა არ ვლა­პა­რა­კობ. გეტყ­ვით მხო­ლოდ იმას, რომ ჩე­მი რჩე­უ­ლი რე­ჟი­სო­რი­ა.

- ანა, წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ იღ­ვი­ძებ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის პა­ლა­ტა­ში, ექ­იმს სარ­კე შე­მო­აქვს და ხე­დავ, რომ "გა­და­კე­თე­ბუ­ლი" ხარ - ტუ­ჩე­ბი და მკერ­დი ბო­ტოქ­სით გაქვს და­ბე­რი­ლი...

- უი, დე­და, რას მერ­ჩით, არ მინ­და. ძა­ლი­ან და­ბე­რი­ლი ვარ (ი­ცი­ნის)?

- საკ­მა­ოდ...

- გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არა­ფე­რი მიყ­ვარს, თუ ზო­მი­ე­რად მაქვს გა­დი­დე­ბუ­ლი, ჯერ თვი­თონ შე­ვაჩ­ვევ თვალს... სა­ერ­თოდ, ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბის მომ­ხრეც არ ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით მსა­ხი­ო­ბებ­ში, რად­გან ბუ­ნებ­რივ გა­რეგ­ნო­ბას არც სცე­ნა­ზე და არც კი­ნო­ში არა­ფე­რი სჯო­ბი­ა. ისე, მსა­ხი­ო­ბი რომ არ ვი­ყო, ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ას გა­ვი­კე­თებ­დი. სა­ზო­გა­დოდ, თუ სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლი გაღიზიანებს, უნ­და გაილამაზო. მა­გა­ლი­თად, ჩემს მე­გო­ბარს არ მოს­წონს თა­ვი­სი ფე­ხის თი­თე­ბი და მთელ ზაფ­ხულს და­ხუ­რუ­ლი ფეხ­საც­მლით ატა­რებს.

- სე­რე­ნა­და თუ უმ­ღე­რი­ათ შენ­თვის?

- არა... თუმ­ცა რო­გორ არა, ხუმ­რო­ბით, ოღონდ ჩემ­ზე გა­და­რე­ულ­სა და სიყ­ვა­რუ­ლით დატყ­ვე­ვე­ბულს - არა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, გაქ­ცე­უ­ლი დი­მიტ­რი შა­ში­კი შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მო­ად­გა შე­ნი სახ­ლის ფან­ჯრებს და გიმ­ღე­რის სე­რე­ნა­დას...

- უჰ, შაშ­კი­ნი ჩემ­მა სიყ­ვა­რულ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში (ი­ცი­ნის)? ძა­ლი­ან ბევრს ვი­ცი­ნებ. შაშ­კინ­მა კი არა, ვინც გინ­და, იმან მიმ­ღე­როს, არა­ვინ მა­ინ­ტე­რე­სებს ერ­თი ადა­მი­ა­ნის გარ­და.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- დოს­ტო­ევ­სკის იდი­ოტ­თან, ანუ თა­ვად მიშ­კინ­თან, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი­ა. მარ­თა­ლი­ა, ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ მგო­ნი­ა, რომ მას­თან მე­გობ­რო­ბა გა­მო­მი­ვა... სხვა­თა შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო ამ­ხე­ლა მსოფ­ლი­ო­ში პა­ტა­რა მოთხ­რო­ბას, "ობ­ლის კვერს" მახ­სე­ნებს, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, და­ჩაგ­რუ­ლი ობო­ლი ბი­ჭის კვე­რი ძა­ლი­ან მა­ლე გა­მოცხ­ვე­ბა.

- რას აჩუ­ქებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს?

- რა მა­გა­რი შე­კითხ­ვააა (ი­ცი­ნის)! სა­ა­კაშ­ვილს ბა­ჭი­ას ან ზა­ზუ­ნას ვა­ჩუ­ქებ­დი. რა ვი­ცი, მე­ტი რა ვა­ჩუ­ქო?

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არა­ფე­რი უყ­ვარს. ბუ­ნე­ბით მზრუნ­ვე­ლია და ყო­ველ­თვის იცის, რა სურს.

ინტერვიუ: "ა­რა­ვინ თქვას, პო­პუ­ლა­რო­ბა დამ­ღლე­ლი­ა­ო"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება