ჯგუფ "უმა თურმანის" კონცერტი ანშლაგით ჩატარდა

ჯგუფ "უმა თურმანის" კონცერტი ანშლაგით ჩატარდა

"ივენთ-ჰოლში" ჯგუფ "უმათურმანის" კონცერტი ანშლაგით ჩატარდა. კონცერტზე ცნობილი ჰიტებიც შეასრულეს ძმებმა კრისტოვსკებმა.

მუსიკოსებს ქართველი მსმენელი ოვაციებით და შეძახილებით შეეგება. ვინაიდან "უმათურმანის" თბილისური გასტროლი ვალენტინობას დაემთხვა, შესაბამისად კონცერტზე ძირითადად შეყვარებული წყვილები მივიდნენ, მუსიკის რიტმებს აჰყვნენ და აცეკვდნენ კიდეც.

მსმენელის წინაშე ჯგუფმა ორი სიმღერის პრემიერაც წარმოადგინა. ერთს - "მუზა", ხოლო მეორე სიმღერას "გაელვება" ჰქვია. ანსამბლის წევრები ორივე სიმღერაზე კლიპის გადაღებას აპირებენ.

კონცერტის შემდეგ "ავთერ-ფართი" სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. მუსიკალურ საღამოს ვახო კანდელაკი უძღვებოდა. ცნობილი ჰიტები კი გიორგი სუხიტაშვილმა შეასრულა, რომელსაც მოგვიანებით "უმათურმანიც" შეუერთდა.

"უმათურმანის" კონცერტი თბილისში ახლადშექმნილი კომპანია "ჯოი ფრომოუშენის" ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება