ადელი მარტოხელა დედაა

ადელი მარტოხელა დედაა

ბრიტანელ მომღერალ ადელს პატარას გაზრდაში საქმრო, საიმონ კონეცკი ნაკლებად ეხმარება, შესაბამისად, ვარსკვლავი თავს მარტოხელა დედად გრძნობს.

საიმონი ლოს-ანჯელესში მუშაობს და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სახლში იშვიათადაა. ამავდროულად ვარსკვლავი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალისთვის ემზადება. მომღერალს სტრესი არც კარიერაში აკლია და საქმროს წყალობით პირად ცხოვრებაშიც აურზაურია. ადელის მეგობრები ამბობენ, რომ მომღერალს საქმროს გვერდით დგომა სჭირდება, რადგან პატარას გაზრდა უჭირს.

"საიმონი საქველმოქმედო ორგანიზაციაშია ჩართული. ამის გამო ადელი ძალიან შფოთავს", - წერს ვებსაიტი Showbizspy.

შეგახსენებთ, მომღერალმა ბავშვი ოქტომბერში გააჩინა. პრესისთვის დღემდე უცნობია, რა ჰქვია ადელის შვილს.

მომზადებულია Showbizspy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება