ასტეროიდმა დედამიწას ახლოს ჩაუარა

ასტეროიდმა დედამიწას ახლოს ჩაუარა

50 მეტრი დიამეტრისა და 130 ათასი ტონის ასტეროიდმა 2012 DA14-მა დედამიწას კოსმოსური ობიექტისთვის ძალიან ახლოს, 27 ათასი კილომეტრის მანძილით ჩაუარა.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდმა ძალიან ახლო მანძილით ჩაუარა დედამიწას, შეჯახება არ მომხდარა. ასტეროიდის ორბიტაზე გრავიტაციამ მოახდინა გავლენა და ის უფრო მიუახლოვდა მზეს.

"დედამიწისა და ასტეროიდის შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, 2046 წელს შედგება, თუმცა შეჯახება არც მაშინ მოხდება. მისი ორბიტა იმდენად კარგად არის გამოკვლეული და შესწავლილი, რომ შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი გადაადგილება 21-ე საუკუნის უდიდესი ნაწილის განმავლობაში. ამ ეტაპზე ვსწავლობთ ასტეროიდის მსუბუქ შეჯახების საკითხს დედამიწასთან 2080 წელს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ შეჯახება არც მაშინ მოხდება", - განაცხადა ნასა-ს მეცნიერმა პოლ ჩოდესმა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა