ჰოლივუდის მსახიობი კრისტენ სტიუარტი ყოფილი საყვარლის, რობერტ პატინსონის საცვლებს ატარებს. ამის შესახებ ტაბლიოდი Star-ი წერს. ტაბლოიდის ინფორმაციით, კრისტენი რობერტის ძველ ტრუსებს მას შემდეგ ატარებს, რაც ის ავტრალიაში მორიგი ფილმის "მოხეტიალეს" გადაღებებზე გაემგზავრა და სტიუარტს მასთან ჩასვლა აუკრძალა.
"კრისტენმა საკუთარი თავი დაკარგა მას შემდეგ, რაც რობერტმა მასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა", - ამბობს Star-ის წყარო.
როგორც ჟურნალის ე.წ. "ინსაიდერი" ყვება, პატინსონს ძალიან შეეშინდა, როდესც კრისტენმა ცრემლიანი თვალებით უთხრა, რომ მისი თეთრეულის ტარება დაიწყო. პატინსონის აზრით, ეს საშინელებაა და აკვიატებას ჰგავს", - განუცხადა წყარომ ტაბლოიდს.
გავრცელებუყლ ხმებს უარყოფს Gossip Cop-ი. როგორც Gossip Cop-ი წერს, ავსტრალიაში პატინსონის გამგზავრება მხოლოდ სამუშაოს უკავშირდება. სტიუარტი კი თავის მეგობრებს მსგავსს არაფერს უყვება.
მსახიობები ერთმანეთს მას შემდეგ დაშორდნენ, რაც კრისტენისა და რეჟისორ რუპერტ სანდერსის რომანის შესახებ გახდა ცნობილი. წყვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ურთიერთობის თავიდან დაწყება სცადა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

მომზადებულია Gossip Cop-ის მიხედვით.