გვინეტ პელტროუ კინოდან მიდის

გვინეტ პელტროუ კინოდან მიდის

მსახიობი გვინეტ პელტროუ გადასაღებ მოედანზე ახლო მომავალში აღარ გავა. ვარსკვლავი ფიქრობს, რომ მისგან კარგი ბიზნესლედი დადგება და საქმეებს თავს წარმატებით გაართმევს.

გვინეტი უკვე ფლობს ფიტნეს კომპანიას და მისი ქსელის გაფართოებას გეგმავს. პელტროუ ამბობს, რომ ძალიან შურს ჯესიკა სიმპსონის, რომელიც რამდენიმე საქმეშია ჩართული.

გვინეტი კოლეგა ქალბატონებისგან რადიკალურად განსხვავდება. მისთვის პრიორიტეტულია ოჯახი და მნიშვნელოვან როლებზე შვილების გამო არაერთხელ უთქვამს უარი. ოსკაროსანი ვარსკვლავი ყოველთვის ამბობს, რომ ქალმა ჯერ ოჯახს უნდა მიხედოს და კარიერა შემდეგ ააწყოს. პელტროუ ამაყად აცხადებს, რომ ქმარს სადილს უმზადებს, შვილები სკოლაში მიჰყავს, სახლს ალაგებს და თავისუფალ დროს კულინარიის წიგნზე მუშაობს. ერთ-ერთ ინტერვიუში კი ყოვლისმნახველი ჰოლივუდიც კი გააკვირვა, როდესაც ქალბატონებს მკაცრად მიუთითა, ვისაც შვილი სურს, სახლში უნდა დაჯდესო.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება