გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც ბერას აღარ მიუძღვნა

გვანცა ბაგრატიონის ეროტიკული კლიპი და სიმღერა, რომელიც ბერას აღარ მიუძღვნა

გვანცა ბაგრატიონი საზოგადოებამ ჩვენი ჟურნალის საშუალებით გაიცნო. გოგონა, რომელმაც "იუთუბზე" დადებული რამდენიმე რეპ-ვიდეოთი გახდა ცნობილი, ბერა ივანიშვილისადმი სიმპათიას არ მალავდა და ძალიან უნდოდა მისი გაცნობა. ეს დღემდე ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, შეძლებულ შეყვარებულს კვლავ ეძებს. თავისი გამონათქვამების გამო გვანცა ხშირად ხდებოდა ბერას თაყვანისმცემლების აგრესიის ობიექტი.

გვანცამ ახლახან თავისი პირველი კლიპი ინტერნეტის საშუალებითაც გაავრცელა და პრემიერა ერთ-ერთი მუსიკალური არხის ეთერში შედგა, თუმცა კლიპის ეროტიკულობიდან გამომდინარე, მხოლოდ საღამოს ბადეში ტრიალებს. სიმღერის სახელწოდებაა "იოცნებე ჩემზე". ვინაიდან ოცნება და ივანიშვილების ოჯახი ბოლო წელიწად-ნახევარია, საქართველოში გაიგივებულია და გვანცაც აქტიურად ლაპარაკობდა ბერაზე, ბევრმა ჩათვალა, რომ ეს სიმღერაც ბერას ეძღვნება, მაგრამ, როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, ნურას უკაცრავად, გვანცამ ეს სიმღერა უბრალოდ გართობასა და ზოგადად, ბიჭებს მიუძღვნა და არა ერთ ადამიანს.

კლიპი იმდენად თამამია, რომ ინტერნეტში ბევრი აგრესიული და ირონიული შეფასებაც დაიმსახურა. მამაკაცებს გვანცას სექსუალური მოძრაობები და საცვლების ამარა დარჩენილი რეპერი გოგონა მოსწონთ, მაგრამ არ მოსწონთ ტექსტი, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ის რითმიდან არის ამოვარდნილი. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მსგავსი სიშიშვლე შოუბიზნესის არც ერთი წარმომადგენლისგან არ გვინახავს, კლიპის ბოლოს გვანცა ლიფსაც იხდის, ერთ-ერთ კადრში კი მკერდს მხოლოდ გრძელი თმა უფარავს.

"ფეისბუქზე" რეპერის ახალი კლიპი სწრაფად გავრცელდა და ერთგვარ ვირუსულ ვიდეოდაც იქცა. ბევრის შეფასებით, ბაგრატიონების გვარს ეს არ მოეწონება, თუმცა, ადრეც ვწერდით და თავად გვანცაც ამბობს, რომ ბაგრატიონი მისი ფსევდონიმია. ნამდვილი გვარის გამხელისგან გვანცა თავს იკავებს. მას კლიპის ამბების გამოსაკითხად დავუკავშირდი.

გვანცა ბაგრატიონი:

- ეს ჩემი პირველი კლიპია. სიმღერაზე "იოცნებე ჩემზე" კლიპი "ვერსუს სტუდიომ" გადამიღო, კონკრეტულად კი, თენგო დოლიძემ და რომან სიმონიანმა. მელოდია ინტერნეტიდან არის, ტექსტი კი ჩემია, თავად დავწერე. ეს სიმღერა გართობას ეძღვნება.

- ბერას არა?

- არა, ამჯერად არავისთვის არ მიმიძღვნია.

- არც ბიჭებისთვის?

- ზოგადად ბიჭებს ალბათ ეძღვნება (იცინის). ასეთი ტექსტია: "მიყურე მე, დატკბი კვლავ, ოცნებებში ჩემთან ხარ..." ყველამ იფიქრა, რომ ეს სიტყვები ბერას ეძღვნებოდა და ჩემ მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა.

- ბერასთან ურთიერთობაზე აღარ ფიქრობ?

- არა, რატომ არა, მაგრამ მასთან დაკავშირებით კომენტარებს თავს ვარიდებ ხოლმე, რადგან ფანების აგრესია ზოგჯერ მასზეც ინაცვლებს და არ მინდა, საქმიანობაში ხელი შევუშალო.

- შენი სიმღერის ტექსტს ინტერნეტში ბევრი კრიტიკა მოჰყვა. გოგო მოგვწონს, რეპი არა, რითმში არ ჯდებაო, ასე წერენ.

- (იცინის) საერთოდ, ნებისმიერი ადამიანის გემოვნება ინდივიდუალურია, რაღაც ზოგს მოეწონება, ზოგს - არა. ძირითადად ეს შეფასებები არ მაინტერესებს. ვისი აზრიც მაინტერესებს, იმათ დადებითად შეაფასეს.

- კლიპი ძალიან ეროტიკული გამოვიდა.

- მინდოდა, შოუბიზნესში სიახლე შემომეტანა. საქართველოში ძირითადად ასეთი კლიპები აქტუალური არ არის. ეს ალბათ ხალხის დამოკიდებულების გამო ხდება. საზოგადოებისგან აგრესიას ერიდებიან. უკვირთ ქართველებს, რატომ არ არსებობს საქართველოში შოუბიზნესი. იმიტომ, რომ შოუბიზნესში გამოჩენის სურვილს დაგიკარგავენ, ისეთი რეაქციები აქვთ, მაგრამ მე ეს სურვილი არ დამიკარგავს და უკეთესი სიახლეები მაქვს, რომლებსაც ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ.

- ინტერნეტში შენი კლიპის კომენტარებში ბევრი შეურაცხმყოფელი რამ წავიკითხე.

- ეს კრიტიკა არ არის და შეურაცხყოფაა. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში, როცა ადამიანი საცვლებში ცეკვავს, მას მეძავს ეძახიან. არადა, რატომ არის მეძავი? ეს არის შოუ. ტანსაცმელში გამოწყობილი კარგად ჩაცმული მეძავი არ უნახავთ? გული მწყდება, რომ ხალხს შოუ ასე ცუდად ესმის.

ჩემი კლიპი არის სუფთა ეროტიკა, შიშველი ვარ, მაგრამ ძირითადად, არაფერი ჩანს.

- შენი ახლობლები როგორ უყურებენ შენ გაშიშვლებას?

- უყურებენ, როგორც ხელოვნებას.

- ორი მამაკაცი რეჟისორი გყოლია და გადაღებებზე თავს უხერხულად არ გრძნობდი?

- არა, ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ, შეთანხმებულად ვმოქმედებთ და უხერხულობა არ ყოფილა.

- შეყვარებული რომ გყავდეს, ალბათ, არ მოეწონებოდა ეს კლიპი.

- თაყვანისმცემლები მყავს, მაგრამ შეყვარებული არა. ძიებაში ვარ (იღიმება).

- როგორს ეძებ?

- ჩვეულებრივს. როგორიც სიმღერაშია... ჩემი გემოვნების შესაფერისს და შეძლებულს. შეიძლება, ვიღაცას შენი შეყვარებული არ მოეწონოს, მაგრამ მთავარია, შენ მოგწონდეს. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიანაც არ ვეძებ, ბედს ვენდობი (იცინის).

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება