"მუმია" გრძელდება

"მუმია" გრძელდება

ცნობილი ფილმების სერია "მუმია" გრძელდება. კომპანია Universal Pictures-ი ახალი სათავგადასავლო ფილმის სცენარისტად უკვე მოიწვია ბილ რეი. დღემდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სურათისთვის სცენარი უკვე დაწერა ჯონ სპეიტსმა, თუმცა ახლა სტუდიამ გადაწყვიტა, ორივე სცენარისტის ნამუშევარი გააერთიანოს.  

"ერთი სცენარის მიხედვით განვითარდება ფილმის მთავარი სიუჟეტი, ხოლო მეორეს პერსონაჟებისა და დიალოგებისთვის გამოიყენებენ", - აცხადებს წყარო.

ახალი "მუმიის" რეჟისორი ლენ უაიზმანი იქნება. სურათი ეკრანებზე 2014 წელს გამოვა.

პირველად ფანტასტიკის ჟანრის სათავგადასავლო ფილმი "მუმია" ეკრანებზე 1932 წელს გამოვიდა. 1999 წელს ამავე სახელწოდებით მაყურებელმა სურათის ახალი ვერსია იხილა. მასში მთავარი როლები რეიჩელ უაისმა და ბრენდან ფრეიზერმა შეასრულეს. ფილმს წილად დიდი წარმატება ხვდა. მოგვიანებით სტუდია Universal Pictures-მა მისი ორი გაგრძელება "მუმია ბრუნდება" და "მუმია: დრაკონების იმპერატორის აკლდამა" გადაიღო.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება