გოლდი ჰოუნი ასაკს არ ნებდება

გოლდი ჰოუნი ასაკს არ ნებდება

ჰოლივუდის მსახიობი გოლდი ჰოუნი ასაკს არ ნებდება. პაპარაცებმა 67 წლის გოლდი და ჰოლივუდის ვარსკვლავი, 61 წლის კურტ რასელი რომანტიკულ ვახშამზე ერთად გადაიღეს.

წყვილს საერთო შვილი ჰყავს. გოლდი ასაკის კვალობაზე შესანიშნავ ფორმაშია; ასაკობრივი პრობლემები მხოლოდ ყელსა და მკლავებზე ეტყობა. პაპარაცების თქმით, კურტი კარგ ხასიათზე იყო და სახეზე ღიმილი არ შორდებოდა. მოგვიანებით წყვილმა აბეზარ პაპარაცებს თავი დააღწია და მანქანაში ჩაჯდა.

შეგახსენებთ, კურტისა და გოლდის რომანი 1983 წელს დაიწყო. დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს 1987 წელს გადაღებული მელოდრამა "ბორტს მიღმა". ისინი ოფიციალურად არასდროს დაქორწინებულან.

გოლდის პირველი მეუღლე მოცეკვავე გას ტრიკონისი იყო. მეორე მეუღლე, მომღერალი ბილ ჰადსონი. მისგან ორი შვილი, მსახიობები ოლივერ და ქეით ჰადსონები ჰყავს. ქეითი ჰოლივუდის ვარსკვლავია. მოგვიანებით გოლდი კურტ რასელის საყვარელი გახდა. ვარსკვლავურ წყვილს 1986 წელს ვაჟი შეეძინათ. გოლდი 4 შვილიშვილის ბებიაა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება