კრისტენ სტუარტი ყველაზე არასექსუალურ ქალად დაასახელეს

კრისტენ სტუარტი ყველაზე არასექსუალურ ქალად დაასახელეს

ბრიტანეთში გამოკითხვა ჩატარდა, რომელმაც მამაკაცებისთვის ყველაზე ნაკლებად სექსუალური ვარსკვლავი ქალები გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე არამიმზიდველად ცნობილ მსახიობ კრისტენ სტუარტს მიიჩნევენ.

ყველაზე არასექსუალურ ქალთა რეიტინგში მეორე ადგილი სარა ჯესიკა პარკერს ერგო. მამაკაცები ვერაფრით შეეგუენ სარას არასტანდარტულ გარეგნობას, თუმცა მსახიობმა არაერთხელ განაცხადა, რომ საკუთარი ფიზიკური მონაცემებით კმაყოფილია და პლასტიკურ ქირურგიას არასდროს მიმართავს.

"ბრინჯაოს" მფლობელი სკანდალური მსახიობი ლინდსი ლოჰანია. ვარსკვლავს არც ელიზაბეტ ტეილორის როლის შესრულება დაეხმარა. მისი ეპატაჟითა და სკანდალებით სავსე ცხოვრება, ხმაურიანი წვეულებები და თამამი სამოსი, მამაკაცებისთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა.

მეოთხე ადგილზე ჩარლი შინის ყოფილი მეუღლე დენიზ რიჩარდსი გავიდა. არასექსუალურ ქალთა რეიტინგში მოხვდნენ მსახობი კრისტენ დანსტი, ლუსი ლუ, ტილდა სუინტონი და უმა თურმანი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება