ბრიუს ლიზე ფილმს გადაიღებენ

ბრიუს ლიზე ფილმს გადაიღებენ

ბრიუს ლიზე ფილმს გადაიღებენ. ცნობილი მსახიობის და საბრძოლო ხელოვნების ოსტატის, ბრიუს ლის ცხოვრება საფუძვლად დაედება ახალ ბიოგრაფიულ ფილმს "დრაკონის დაბადება" (Birth of the Dragon).

ფილმის სცენარზე სტივენ რიველი და კრისტოფერ უილკინსონი იმუშავებენ.

"დრაკონის დაბადების" სიუჟეტის ცენტრში ბრიუს ლის და კუნგ ფუს ოსტატის, ვონგ ჯეკ მენის ლეგენდარული ორთაბრძოლა მოექცევა. ეს ორთაბრძოლა სან-ფრანცისკოში 1965 წელს გაიმართა.

ახლა ფილმში მოწინააღმდეგები ჩაინა-თაუნის განგსტერული ბანდის წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მათ დამარცხებას ერთობლივი ძალებით შეეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ "დრაკონის დაბადების" სცენარისტები, რიველი და უილკინოსი კიდევ ერთ ბიოგრაფიულ პროექტზე მუშაობენ, რომელიც ფრედი მერკურის ცხოვრებას მიეძღვნება.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება