ლეილა ალიევა პრეზიდენტების ოჯახის წევრების პოპულარობის რეიტინგში მესამეა

ლეილა ალიევა პრეზიდენტების ოჯახის წევრების პოპულარობის რეიტინგში მესამეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილი ლეილა ალიევა ჟურნალ "ბაქოს" რედაქტორია და აქტიურად ცდილობს, მთელ მსოფლიოს გააცნოს თავისი ქვეყნის კულტურა. გარდა ამისა, ცნობილი ბიზნესმენის მეუღლე ლეილა ალიევა პრეზიდენტების ყველაზე ცნობილი ოჯახის წევრების რეიტინგშიც მოხვდა.

ლეილამ მოსკოვში გახსნა გამოფენა "გაფრენა ბაქოში", შეკრიბა რუსული ელიტა, როგორც ყოველთვის, დახვეწილად და მდიდრულად ჩაცმული გამოცხადდა და აზერბაიჯანულ კულტურაზე ისაუბრა. მანამდე ექსპოზიცია ლონდონში, პარიზსა და ბერლინში გამართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე აზერბაიჯანელი მხატვრების ასობით ნამუშევარი.

წვეულებაზე ლეილას არ გაუკეთებია კომენტარი ინტერნეტში გამოქვეყნებულ რეიტინგზე, რომლის პირველ სამეულშიც მოხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი.

ინვესტორებისთვის განკუთვნილი ჟურნალ "ბირჟის ლიდერის" ანალიტიკოსებმა მოისურვეს გაერკვიათ, პრეზიდენტების ოჯახის წევრებიდან ვინ იქცევს ყველაზე დიდ ყურადღებას საზოგადოების მხრიდან. ინტერნეტმომხმარებლებსა და ჟურნალის მკითხველებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები საინტერესო და ცოტა მოულოდნელიც აღმოჩნდა. ლიდერი პოპულარობის მხრივ გახდა არა ის ადამიანი, რომელზეც გამუდმებით წერენ, არამედ ის, ვისზეც თითქმის არ არის ინფორმაცია. პირველი ადგილი ერგო რუსეთის პრეზიდენტის ცოლს, ლუდმილა პუტინას, რომელიც ძალიან იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში.

ინტერნეტში პოპულარობის მხრივ მეორეა უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვის უფროსი ქალიშვილი გულნარა კარიმოვა. ის ცნობილია მრავალრიცხოვანი სკანდალებით, ასევე იმით, რომ ერთ-ერთი პრეტენდენტია უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტზე.

ლიდერთა სამეულს ასრულებს ლეილა ალიევა, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს თავის ქმართან ერთად და გარდა ჟურნალის რედაქტორობისა, ჰეიდარ ალიევის ფონდის რუსულ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ლეილა 2006 წელს გაჰყვა ცოლად რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ბიზნესმენსა და მუსიკოს ემინ აგალაროვს, რომელიც ასევე ცნობილი ბიზნესმენის, მილიარდერ არას აგალაროვის ვაჟია. წყვილს ორი წლის წინ ტყუპი ვაჟი შეეძინა.

როგორც კულუარებში ამბობენ, ალიევის ორივე ქალიშვილი წილებს ფლობს აზერბაიჯანის მობილური კავშირის კომპანიებსა და ავიაციაში, თუმცა ლეილა ალიევა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. გარდა ამისა, ლეილა ალიევას, დედის მსგავსად, კარგი გარეგნობა ერგო მემკვიდრეობით, რაც მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის, მით უმეტეს, რომ ფოტოსესიებს არ ერიდება და ხშირად იწონებს თავს ჟურნალების გარეკანებზე.

Экспресс газета

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება