ეკა ნიჟარაძეს შვილიშვილი შეეძინა

ეკა ნიჟარაძეს შვილიშვილი შეეძინა

მსახიობ ეკა ნიჟარაძეს, რომელმაც მაყურებელს "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" თავი ახლებურად გააცნო, შვილიშვილი შეეძინა.

მისი უფროსი ქალიშვილი, ტასო გომელაური, რამდენიმე წლის წინ კოტე თაყაიშვილზე გათხოვდა. საზოგადოებისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა, მაგრამ ეტყობა, ნამდვილმა სიყვარულმა თავისი ქნა, ტასომ და კოტემ ერთმანეთის გარეშე ვერ გაძლეს და შერიგდნენ, რამდენიმე დღის წინ კი ქალიშვილიც შეეძინათ, რომელსაც თინათინი დაარქვეს.

ძალიან მინდოდა, ეკას ან თუნდაც ტასოს დავკავშირებოდი, რათა დეტალები გაგვერკვია, მაგრამ, სამწუხაროდ, ტელეფონი ორივეს გათიშული ჰქონდა. მაგრამ გული არ დაგწყდეთ, ეკასთან ინტერვიუს ამ თემაზე აუცილებლად ჩავწერთ. ახლა კი "რეიტინგის" სახელით ეკას პატარის შეძენას ვულოცავ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება