სკარლეტ იოჰანსონი თხოვდება?

სკარლეტ იოჰანსონი თხოვდება?

ცნობილი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი რაიან რეინოლდსთან განქორწინების შემდეგ აცხადებდა, რომ აღარ გათხოვდება, თუმცა როგორც ჩანს, მსახიობმა გადაწყვეტილება შეცვალა.

რამდენიმე დღის წინ 28 წლის ვარსკვლავი მის ფრანგ შეყვარებულთან, ჟურნალისტ რომან დაურიაკთან ერთად შენიშნეს, თუმცა პაპარაცების ყურადღება არა თავად წყვილმა, არამედ სკარლეტის ბეჭედმა მიიპყრო. ვარსკვლავს არათითზე დიდი, ბრილიანტის თვლით შემკული ბეჭედი ეკეთა.

მსახიობი ყველანაირად ცდილობდა ქურთუკით ბეჭდის დამალვას. ბრილიანტის მსხლის ფორმის თვალი საკმაოდ მოზრდილია.

სკარლეტის ყოფილი მეუღლე, რაიან რეინოლდსი მსახიობ ბლეიკ ლაივლიზე დაქორწინდა. დასავლურ მედიაში ვარაუდობენ, რომ სკარლეტი რომან დაურიაკზე გათხოვებას სწორედ ყოფილი ქმრის ჯიბრზე აპირებს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება