ბარბარა სტრეიზანდი 5 წუთისთვის 1 მლნ დოლარს დახარჯავს

ბარბარა სტრეიზანდი 5 წუთისთვის 1 მლნ დოლარს დახარჯავს

ვარსკვლავი ბარბარა სტრეიზანდი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე იმღერებს და უზადოდ რომ გამოიყურებოდეს, რამდენიმე წუთიანი პერფორმანსისთვის 1 მილიონ დოლარს დახარჯავს.

70 წლის მომღერალმა უკვე დაიქირავა პირადი მწვრთვნელი, დიეტოლოგი და კოსმეტოლოგი. მომღერალმა სავარჯიშო დარბაზიც შეიძინა. ბარბარა საკუთარ სტუდიაში დღეში რამდენიმე საათი მღერის და ცერემონიალისთვის დიდი შემართებით ემზადება. სტრეიზანდი დასასვენებლად კალიფორნიაში მდებარე სახლში გადავიდა და ევროპელი სპეციალისტების დახმარებით სარელაქსაციო ოთახი მოაწყო. მომღერალმა უკვე იზრუნა სამოსზეც და კაბაში 100 000 დოლარი გადაიხადა.

შეგახსენებთ, "ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია 24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართება.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება