ბულგარეთის პრემიერი და მთავრობა გადადგება

ბულგარეთის პრემიერი და მთავრობა გადადგება

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ის და მისი მთავრობის წევრები გადადგებიან. ამის შესახებ "სოფია გლობი" იუწყება.

გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა ბულგარეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

უკვე 10 დღეა ბულგარელები ელექტროენერგიის გადასახადზე ფასის მომატებასა და ელექტროკომპანიის უცხოელებზე გასხვისებას აპროტესტებენ, რაც საბოლოოდ ანტისამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

შეტაკება მოხდა პოლიციასა და ახალგაზრდა დემონსტრანტებს შორისაც, რომლებმაც ქვები და სხვა საგნები დაუშინეს სამართალდამცველებს. ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. აქციების შედეგად 25 ადამიანია დაკავებული.

"სოფია გლობის" ინფორმაციით, ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები 5 ივლისს უნდა ჩატარებულიყო.

მომზადებულია sofiaglobe.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა