ემბერ როუზი დედა გახდა

ემბერ როუზი დედა გახდა

ცნობილი მოდელი და მსახიობი, ემბერ როუზი დედა გახდა. მას და მის საქმროს, რეპერ ჰალიფას ვაჟიშვილი შეეძინათ. ეს წყვილისთვის პირველი შვილია. ახალშობილს სებასტიან ტეილორ ტომასი დაარქვეს.

ემბერ როუზი რეპერ უიზ ჰალიფას მას შემდეგ ხვდება, რაც კენი ვესტს დაშორდა. მოდელის განცხადებით, მასსა და ვესტს შორის რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ჩადგა, რომელიც ახლა მისი საყვარლისგან ბავშვს ელოდება.

ემბერმა და ჰალიფამ ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადება გასული წლის მარტში გააკეთეს, თუმცა მოდელის ორსულობის გამო ქორწინების ცერემონია გადაიდო.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება