მსახიობი მეგან ფოქსი ფილმ "კუ-ნინძაში" (Ninja Turtles) იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პროექტის პროდუსერმა მაიკლ ბეიმ საკუთარ ბლოგში დაწერა.
ახალი ფილმის რეჟისორი ჯონათან ლიბესმანია. სურათში როგორც ცოცხალი მსახიობები, ისე ნახატი და კომპიუტერული პერსონაჟები იქნებიან ჩართულნი. ფილმი კინოეკრანებზე 2014 წლის მაისში გამოვა.
ფოქსი სემ ბეის ორ ფილმში მონაწილეობს: "ტრანსფორმერები" (2007) და "ტრანსფორმერები: დაცემულთა შურისძიება" (2009). მაგრამ მოგვიანებით რეჟისორსა და მსახიობს კონფლიქტი მოუვიდათ. კერძოდ, ფოქსმა ბეი ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია. თავის მხრივ, "ტრანსფორმერებში" მონაწილე სხვა მსახიობებმა მეგანს ბრალი უმადურობაში დასდეს.
შედეგად, "ტრანსფორმერების" მესამე ნაწილში ფოქსმა მონაწილეობა არ მიიღო. მთავარი გმირის შეყვარებულის როლზე მოდელი როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი დაამტკიცეს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.