ჟერარ დეპარდიე სარანსკში დასახლდება

ჟერარ დეპარდიე სარანსკში დასახლდება

მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქე გახდა, სარანსკში რეგისტრაციას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

"როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული, ჟერარ დეპარდიეს რუსეთში მუდმივმოქმედი რეგისტრაცია ექნება", - აცხადებს სააგენტოს წყარო.

ცნობილი მსახიობი რუსეთის კინოფილმების სახელმწიფო ფონდის დირექტორის, ნიკოლაი ბოროდაჩევის სახლში დარეგისტრირდება. ნიკოლაი დეპარდიეს დიდი ხნის მეგობარია.

ბინა სარანსკის ცენტრში, პრესტიჟულ უბანში მდებარეობს.

"დეპარდიე ამ ბინის მეპატრონე არ არის. ის უბრალოდ ამ მისამართზე დარეგისტრირდება. მოსახლეთა თანხმობა უკვე მიღებულია", - აცხადებს წყარო.

მომზადებულია РИА Новости-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება