ალბინა ჯანაბაევა ცეკვების შოუს წაიყვანს

ალბინა ჯანაბაევა ცეკვების შოუს წაიყვანს

"ვია-გრას" ყოფილი სოლისტი და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ვალერი მელაძის საყვარელი ალბინა ჯანაბევა ძალებს ტელეწამყვანის ამპლუაში მოსინჯავს.

33 წლის მომღერალი "როსია 1"-ზე ცეკვების შოუს "ბოლშიე ტანცი" წაიყვანს. ალბინას პარტნიორობას მსახიობი ნატალია სტეფანენკო და რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი გაუწევენ.

შოუში მოცეკვავეთა რვა ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც რვა სხვადასხვა ქალაქიდან 100 მოცეკვავეს აერთიანებს. შოუს მონაწილეები კონკურსის განმავლობაში მოსკოვში იცხოვრებენ, რათა მთავარი ჯილდო მიიღონ და მშობლიურ ქალაქს რუსეთის ცეკვის დედაქალაქის ტიტული მოუპოვონ. ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით კასტინგი მიმდინარეობს. შოუ 9 მარტს გავა ეთერში.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება