როგორ ცხოვრობენ ჰონგ-კონგში

როგორ ცხოვრობენ ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და მდიდარი ქალაქია, თუმცა როგორც ყველგან, აქაც არის ღარიბი უბნები, სადაც გაჭირვებულ ხალხს აუტანელ პირობებში უწევს ცხოვრება.

შესაბამისი ფოტომასალა პრესაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ფოტოები ჰონგ-კონგში დაარსებულ ორგანიზაციას Society for Community-ს (SoCO) ეკუთვნის.

სურათები მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქის, ჰონგ-კონგის ღარიბ უბნებშია გადაღებული. მათზე კარგად ჩანს, თუ როგორ გაჭირვებაში და მჭიდროდ უწევთ ცხოვრება ოჯახებს.

საცხოვრებელი ფართი საპირფარეშოს კაბინაზე ოდნავ დიდია. მასში გაერთიანებულია საძინებელი, მისაღები, სამზარეულო, საკუჭნაო და სხვა ოთახები.

ჰონგ-კონგში, სადაც 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბინის ქირა საკმაოდ მაღალია. ადამიანები 1 კვ/მ-ში თვეში 12 დოლარს იხდიან, ხოლო სახელმწიფო საცხოვრებლის მისაღებად იმხელა რიგში უწევთ დგომა, რომ შესაძლოა, მას სიცოცხლეში ვერც კი მოესწრონ.

SoCO-ს წარმომადგენლის თქმით, საცხოვრებლად უვარგის პირობებში დღეს ათიათასობით ადამიანი იმყოფება.

"ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალაქად ითვლება. თუმცა ამ განვითარების უკან ძალიან დიდი უთანასწორობა და გაჭირვებულ ადამიანთა მივიწყებული ჯგუფებია", - ნათქვამია SoCO-ს განცხადებაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა