მსახიობები კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი დაცილდნენ, ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The National Enquirer-ი წერს. ჟურნალის ინფორმაციით, დუგლასი საოჯახო მამულიდან გადავიდა და ამჟამად ბინას ეძებს. დაშორების მიზეზად მეუღლეების ჯანმრთელობის პრობლემები, დუგლასის უფროსი ვაჟის დაპატიმრება და პრესის ზეწოლა სახელდება, რომელიც მსახიობებისთვის აუტანელი გახდა.
კეტრინი 12-წლიანი ქორწინების შენარჩუნებისთვის ბრძოლით დაიღალა და ახლა მეუღლეებს განქორწიენება და სასამართლოში შვილების და მათი საერთო ქონების გასაყოფად ბრძოლა ელით. მათი ქონება 300 მლნ დოლარს შეადგენს.
The National Enquirer-ის გამოქვეყნებული ინფორმაცია მაიკლ დუგლასმა უკვე უარყო. მსახიობმა განაცხადა, რომ ეს ჭორებია და ამას გასულ კვირას მოდის კვირეულზე გადაღებული ჯონსისა და დუგლასის ერთობლივი ფოტოებიც მოწმობს.
"ეს გამოცდა საგანგებოდ გვეძლევა, რომ გავიაროთ, გავუძლოთ, დავძლიოთ და უფრო გავძლიერდეთ. ჩვენ არა მხოლოდ ის წყვილი ვართ, რომელმაც ბევრი სირთულე გაიარა, ჩვენ ყველაფრიდან გაკვეთილი გამოვიტანეთ. ყველაფერი შესანიშნავადაა. ჩვენ ვცხოვრობთ და სიცოცხლით ვტკბებით",- უთხრა კეტრინმა ჟურნალისტებს ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს.
მას შემდეგ, რაც მაიკლ დუგლასმა განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა, სავადმყოფოში მისი მეუღლე მოხვდა. კეტრინი ფსიაქიატრულ კლინიკაში "მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის" დიაგნოზით მოათავსეს. ფსიქიკური აშლილობა მსახიობს მისი მეუღლის მკურნალობის დროს დაემართა. შედეგად კეტრინი თავისი სურვილით კონეკტიკუტის საავადმყოფო Silver Hill-ში დაწვა.
მეუღლეების პრობლემებს, დუგლასის უფროსი ვაჟის დაპატიმრებაც დაერთო: ნიუ-იორკის საოლქო სასამართლომ მსახიობის 31 წლის ვაჟს, კემერონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკების გავრცელებისთვის მიუსაჯა.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.