Christian Louboutin-ი ფეხსაცმელს სვირინგით შეამკობს

Christian Louboutin-ი ფეხსაცმელს სვირინგით შეამკობს

Christian Louboutin-ის მოდის სახლი ახალ მომსახურებას იწყებს, რომელიც Christian Loubotin-ის ფეხსაცმლის თაყვანისმცემლებს მასზე ნახატების დატანის შესაძლებლობას მისცემს.

ნახატის დატანა ისევე მოხდება, როგორც ადამიანის კანზე მუშაობისას. გამოსახულებას მყიდველი ირჩევს.

სერვისის გამოყენება Christian Louboutin-ის მაღაზიაში იქნება შესაძლებელი, სადაც შემკვეთს უფლებას აძლევენ, აირჩიოს საყვარელი მოდელი, სტილი, ფერთა გამა, ფაქტურა და სვირინგის დატანის ოთხი ტიპიდან ერთ-ერთი.

მომსახურების მინიმალური ღირებულება 1000 დოლარს შეადგენს და კლიენტის სურვილისა და ნახატის სპეციფიკის მიხედვით იზრდება.

მომზადებულია stvchannel.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება