მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლის გაუმჯობესებაზე აშშ 7 მილიარდს დახარჯავს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებლის გაუმჯობესებაზე აშშ 7 მილიარდს დახარჯავს

აშშ-ს თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, აუხლოესი წლების განმავლობაში მწყობრში არსებული F-22 Raptor-ის ტიპის გამანადგურებლის გაუმჯობესება მოხდება. შესაბამისი კონტრაქტი სამხედროებსა და კომპანია Lockheed Martin-ს შორის უკვე გაფორმდა. მისმა ღირებულებამ 6,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ეტაპზე გაუმჯობესება Increment 3.1, მეორეზე კი - Increment 3.2 ვარიანტამდე მოხდება. კონტრაქტის პირობების თანახმად, ყველა სამუშაო 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.

მოდერნიზაციის ფარგლებში თვითმფრინავებზე ახალი რადარი დაყენდება და ელექტრონული სისტემები გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ამიერიდან F-22 Raptor-ის არსენალში რვა SDB-ის ტიპის 113 კგ-იანი ბომბი შევა. გაუმჯობესების მთავარი მიზანი თვითმფრინავის ნავიგაციის, ინფორმაციის გაცვლისა და კავშირის სისტემების სრულყოფაა.

შეიარაღებაში აშშ-მა 187 ერთეული F-22 მიიღო. 2011 წლის თებერვალში პრესაში პირველი ცნობები გაჩნდა იმის თაობაზე, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში ყველა Raptor-ის მოდერნიზაციაზე სამხედროები 16 მილიარდამდე დოლარს დახარჯავენ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თვითმფრინავის გაუმჯობესებაზე დახარჯული მილიარდების გარეშეც, F-22 დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გამანადგურებელია. 2009 წლის მონაცემებით, ერთი თვითმფრინავის დამზადება აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტს 150 მილიონი დოლარი უჯდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, თავად Raptor-ის შექმნის პროგრამის (კვლევითი პროცესების ღირებულების გარეშე) ღირებულებამ 66,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინდა.

დღევანდელი დღის მდგომარეობით, აშშ-ის სამხედრო ავიაციის განკარგულებაში 184 Raptor-ია (სამი თვითმფრინავი სხვადასხვა ავარიებში დაზიანდა). 1997 წელს კონგრესის მიერ მიღებული დადგენილებით, თვითმფრინავში გამოყენებული საიდუმლო მასალებისა და ტექნოლოგიების შესანახად, F-22 -ის ექსპორტზე გატანა აკრძალულია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე