რაულ კასტრო 2018 წელს გადადგება

 რაულ კასტრო 2018 წელს გადადგება

კუბის პრეზიდენტი რაულ კასტრო 2018 წელს, მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ გადადგება. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. გადადგომის თაობაზე განცხადება კუბის ლიდერმა თავად გააკეთა ჰავანაში, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის შეხვედრაზე, სადაც ის პრეზიდენტად მეორე ვადით დაამტკიცეს.

81 წლის რაულ კასტრომ ქვეყნის პირველი პირის პოსტზე თავისი ძმა, 86 წლის ფიდელ კასტრო 2008 წელს ჩაანაცვლა.

ასამბლეამ კუბის ვიცე პრეზიდენტად მიგელ დიაზ კანალი დაასახელა, რომელსაც კასტროს მემკვიდრედ მიიჩნევენ.

კასტროები კუბას 1959 წლის რევოლუციის შემდეგ მართავენ.

მომზადებულია Euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა