ჰოლივუდში "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვება გაიმართა

ჰოლივუდში "ოქროს ჟოლოს" დაჯილდოვება გაიმართა

ანტი-პრემია "ოქროს ჟოლო" ჰოლივუდში შაბათ ღამეს, "ოსკარის" ცერემონიის წინ გასცეს. ანტი-პრემია სხვადასხვა კატეგორიებში წლის ყველაზე ცუდ ფილმებს გადაეცემათ. წლის წარუმატებელი ფილმი "ბინდი. საგა. განთიადი: ნაწილი 2" (The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 2) გახდა.

"ბინდმა" ანტი-პრემია ერთდროეულად შვიდ ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის - ყველაზე ცუდი მსახიობი ქალისთვის (კრისტენ სტიუარტი), ყველაზე ცუდი სამსახიობო დუეტისთვის (ტეილორ ლოტნერი და მაკენზი ფოი) და ყველაზე ცუდი სამსახიობო ანსამბლისთვის. ანტი-ჯილდო რეჟისორ ბილ კონდონსაც ერგო.

"ბინდის" კონკურენტები სურათები - "საზღვაო ბრძოლა" (Battleship), "დიდი თავგადასავალი საჰაერო ბურთზე" (Oogieloves in the Big Balloon Adventure), "ეს ჩემი ბიჭია " (That's My Boy) და "ათასი სიტყვა" (Thousand Words) იყვნენ. ხოლო სტიუარტის თამაშმა მისი კონკურენტები კეტრინ ჰეიგლი ("ძალიან სახიფათო ხუმრობა"), მილა იოვოვიჩი ("ბოროტების სავანე: შურისძიება"), ბარბარა სტრეიზენდი ("დედაჩემის წყევლა")  და ტეილერ პერიც კი (იგი ქალურ ნომინაციაში ფილმ "მედეას მოწმეთა დაცვის პროგრამაში" შესრულებული როლისთვის მოხვდა) დაჩრდილა.

ყველაზე ცუდი კაცი მსახიობი ადამ სენდლერი (ეს ჩემი ბიჭია) გახდა. შარშან სენდლერმა "ჟოლო" ფილმში "ჯეკი და ჯილი" შესრულებული როლისთვის აიღო.

სურათმა "ეს ჩემი ბიჭია" "ჟოლო" ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მიიღო. ჟიური ასევე პოპ-მომღერალ რიანას სამსახიობო დებიუტსაც მკაცრად მიუდგა. მომღერალმა ფილმში "საზღვაო ომი" მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა, რისთვისაც მან "ჟოლო" მიიღო.

ანტი-ჯილდო "ოქროს ჟოლო" 1980 წლიდან გაიცემა. ის ამერიკელმა პუბლიცისტმა ჯონ უილსონმა დააარსა და წლის ყველაზე წარუმატებელი მსახიობისთვის, რეჟისორისთვის, სცენარისტისთვის, კინომუსიკისა და ფილმისთვის არის განკუთვნილი.

ლაურეატებს საჩუქრად პლასტმასის ჟოლოს ფიგურა გადაეცემათ, რომელიც ოქროსფრად არის შეღებილი. საჩუქრის ღირებულება 5 დოლარზე ნაკლებია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება