ბრიტნი სპირსმა იმიჯი შეიცვალა

ბრიტნი სპირსმა იმიჯი შეიცვალა

შოუ X factor-ის დატოვების და საქმროსთან განშორების შემდეგ, ცნობილმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა. პოპ-პრინცესამ კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება. ვარსკვლავი ელტონ ჯონის საქველმოქმედო საღამოზე წაბლისფერი თმებით მივიდა.

ბრიტნი იმდენად შეცვალა თმის ახალმა ფერმა, რომ მისი ცნობა ბევრს გაუჭირდა. ელტონ ჯონის საღამოზე, რომელიც "ოსკარის" შემდგომ გაიმართა, სპირსი შავ, ღრმა დეკოლტით გაფორმებულ კაბაში გამოწყობილი მივიდა.

ბრიტნი ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს მის იმიჯთან დაკავშირებით. 2006 წელს ვარსკვლავს უკვე ჰქონდა წაბლისფერი თმა. ბრიტნის ახალი გადაწყვეტილება სტილისტებმა დადებითად შეაფასეს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება