ჰოლივუდის მსახიობი, ევა ლონგორია ახლო მომავალში სამსახიობო კარიერის მიტოვებას და პოლიტიკაში წასვლას გეგმავს.
ლონგორიას მისი საუკეთესო მეგობრის, მსახიობ ეშლი ჯადის საქმიანობა ძალიან მოსწონს და მის მსგავსად პოლიტიკური კარიერის მოწყობას გეგმავს.
"ევა ეშლის დიდ პატივს სცემს და ამაყობს, რომ მისი მეგობარი ორ განსხვავებულ საქმეს თავს მშვენივრად ართმევს. მათ ამ თემაზე სერიოზული საუბარი ჰქონდათ. მეგობრებმა გადაწყვიტეს, როგორც პოლიტიკოსებმა, ვაშინგტონი დაიპყრონ. სხვადასხვა პოლიტიკური კამპანიისთვის ფული არც ერთს ენანება. გოგონები ფიქრობენ, რომ თუკი არნოლდ შვარცენეგერმა ჰოლივუდიდად დიდ პოლიტიკაში გადაბარგება შეძლო, ისინიც შეძლებენ", - წერს ვებსაიტი Showbizspy.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.