სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინაუგურაცია Gangnam Style-ის ჰანგებზე გაიმართა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინაუგურაცია Gangnam Style-ის ჰანგებზე გაიმართა

კორეის რესპუბლიკის პირველი ქალი-პრეზიდენტი პაკ კინ ხეს ინაუგურაციის ცერემონიაზე სამხრეთ კორეელმა რეპერმა Psy-მ ჰიტი Gangnam Style შეასრულა. მაგრამ რეპერს არ უცეკვია. ცერემონიალში 70 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

პაკ კინ ხემ ცენტრალურ მოედანზე ეროვნული კრების წინ ფიცი დადო და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით ადმინისტრაცია "ერის ბედნიერებისა და ნათელი მომავლისთვის" ყველაფერს გააკეთებს.

მან ასევე დასძინა, რომ შეეცდება ჩრდილოეთ კორეის მთავრობა დაარწმუნოს, რომ ბირთვული ენერგიის განვითარებაზე უარი თქვას.

პაკ კინ ხე 60 წლისაა. მამამისი პაკ ჩონ ხი ასევე სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იყო.

Psy-ს სიმღერა Gangnam Style-ის კლიპი პოპულარობით მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. ის ვიდეოპორტალ YouTube-ზე მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა. PSY უკვე ოფიციალურად შევიდა გინესის რეკორდების წიგნში.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა