ენ ჰეთევეის მკერდმა ანჯელინა ჯოლის ფეხი დაჩრდილა

ენ ჰეთევეის მკერდმა ანჯელინა ჯოლის ფეხი დაჩრდილა

Twitter-ში მიკრობლოგი გაჩნდა, რომელსაც მსახიობ ენ ჰეთევეის მკერდის სახელით მართავენ. მსახიობის მკერდმა ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის ფეხის შარშანდელი ბედი გაიზიარა.

ჰეთევეი ცერემონიალზე ღია ვარდისფერი Prada-ს კაბით მივიდა. წინიდან კაბა ძალიან ლაკონურად გამოიყურება - არავითარი ზედმეტი დეტალი. მაგრამ მკერდთან წყვილმა ნაკეცმა საზოგადოების ფანტაზიას გასაქანი მისცა. მაყურებელზე მათ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, შედეგად ინტერნეტ-მომხმარებლებმა ანგარიში HathawayNipple შექმნეს და იქ სხვადასხვა ხუმრობებს წერენ.

შერშან, "ოსკარის" გადაცემის ცერემონიალის შემდეგ ანჯელინა ჯოლის ფეხი "ტვიტერში" დაარეგისტრირეს.

საქმე ის არის, რომ წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინ პოზირებისას, საღამოს გრძელ, შავ კაბაში გამოწყობილმა ჯოლიმ მარჯვენა ფეხი კაბიდან ყველას დასანახად "გამოყო". ასეთ მდგომარეობაში მსახიობი არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე, არამედ ცერემონიის დროს სცენაზეც იდგა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება