ჯიმ ქერი წვეულებაზე გიგანტური ტერფებით მივიდა

ჯიმ ქერი წვეულებაზე გიგანტური ტერფებით მივიდა

ცნობილი მსახიობი ჯიმ ქერი იშვიათად სტუმრობს ხმაურიან წვეულებებს და კიდევ უფრო იშვიათად ექცევა ყურადღების ცენტრში, თუმცა ელტონ ჯონის საქველმოქმედო საღამო გამონაკლისი იყო.

კომიკოსი მსახიობი "ოსკარის" შემდგომ გამართულ საღამოზე ორიგინალური, შიშველი ტერფის ფორმის, დიდი ზომის ფეხსაცმელით მივიდა. კოსტუმის უკანა მხარეს ვარსკვლავს პატარა ფრთები ჰქონდა მიმაგრებული. ასეთ სამოსში გამოწყობილი ჯიმ ქერი ნამდვილ ჰობიტს ჰგავდა.

ვარსკვლავის ხუმრობამ ხასიათი კიდევ უფრო გამოუკეთა არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ პაპარაცებსაც. მსახიობი თავმომწონედ პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე და ყველას ღიმილს ჰგვრიდა.

ჯიმის მხიარულმა იმიჯმა არც ელტონ ჯონის სტუმრები დატოვა გულგრილი. მსახიობს მასთან ფოტოს გადაღების მსურველთა უზარმაზარი რიგი დაუდგა. ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელიც აღაფრთოვანა კომიკოსი მსახიობის ფეხსაცმელმა, სტივ ტაილერი იყო. ჯიმთან და მის "ჰობიტურ" ფეხსაცმელთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება მოისურვეს მაილი საირუსმა და კრის ბრაუნმაც.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება