ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ "ოსკარის" ყველაზე ლამაზ წყვილად დაასახელეს

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ "ოსკარის" ყველაზე ლამაზ წყვილად დაასახელეს

"ოსკარის" გადაცემის ცერემონიის ყველაზე ლამაზ წყვილად მსახიობები ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ აღიარეს. ყველაზე რომანტიულად - კი ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი, ასევე რომანტიკულ წყვილად დაასახელეს ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი.

ენისტონი და ტერუ ძალიან ჰარმონიულად გამოიყურებოდნენ: მსახიობს ალისფერი კაბა ეცვა. მისმა შეყვარეულმა კი ტრადიციული კლასიკური შავი კოსტუმი და ბაფთა აირჩია. ჯენიფერი საქმროს ბაფთას ნაზად უსწორებდა.

ჯენიფერ გარნერი კი მეუღლეს გვერდიდან არ სცილდებოდა, მსახიობი მისი ფილმის "არგოს" წყალობით ყურადღების ცენტრში იყო.

მომავალი მშობლები, ჩანინგ ტატუმი და ჯენა დევანი კი მაყურებლის წინაშე ნაზ გრძნობებს არ მალავდნენ. მსახიობს მეუღლის ხელი ეჭირა, თვალებში შესციცინებდა, მუცელზე ეფერებოდა და კოცნიდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება