24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში "ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.
მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა ცერემონიალზე თავი მხოლოდ ნომინაციაში - ”საუკეთესო მსახიობი ქალი” გამარჯვებით არ გამოიჩინა. მსახიობი უტაქტოდ მოიქცა და პრესის ოთახში ჟურნალისტებს შუა თითი უჩვენა. უცნობია, რამ გააღიზიანა ახალგაზრდა მსახიობი.
მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.